spacer.png, 0 kB

გამოცდილებისა და წარმატებების 15 წელი   


PDF 
სასწავლო პროცესი ეფუძნება მედიცინის სწავლების ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს. იგი შეესაბამება დროს და იცვლება დროსთან ერთად, რადგან სიახლეების მუდმივი ძიება ჩვენი სასწავლო პროგრამის დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი პრინციპია.
ჩვენს ინსტიტუტში მიზნობრივად მხოლოდ ერთი - სამკურნალო ფაკულტეტია, რაც იძლევა შესაძლებობას, რომ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად შედეგზე იყოს ორიენტირებული.
სასწავლო პროგრამა დამყარებულია ბაზისური და კლინიკური დისციპლინების ინტეგრირებულ სწავლებაზე - პირველი კურსიდან თეორიულ დისციპლინებთან ერთად ისწავლება კლინიკური დისციპლინების საწყისები.
პრიორიტეტი ენიჭება სტუდენტის დამოუკიდებელი საექიმო მუშაობის უნარ-ჩვევების ათვისებასა და გაძლიერებას. სწავლების პირველი დღიდან - სტუდენტები სისტემატურად მორიგეობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურებსა და სხვადასხვა პროფილისა და ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში.
სასწავლო პროგრამა სრულყოფილია სოციალური და მმართველობითი დისციპლინებით; ვამუშავებთ, ვანახლებთ და ვაფართოებთ არჩევით კურსებსა და დისციპლინს; დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საინფორმაციო ტექნოლოგიების დაუფლებას, რაც უზრუნველყოფს თითოეული სტუდენტის ინტერესისა და ცოდნის გაღრმავებას.
ინსტიტუტის ადმინისტრაცია არა მარტო გეგმავს, მართავს და აკონტროლებს სასწავლო პროცესს, არამედ იგი თანამშრომლობს, როგორც სტუდენტთან, ასევე  პედაგოგთან - თითოეულ ჯგუფს ჰყავს კურატორი, რომელიც ჩართულია სასწავლო პროცესში, ესწრება ლექციებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, ჩათვლებსა და გამოცდებს. აღნიშნულმა მეთოდმა სასურველი შედეგი გამოიღო:
სასწავლო პროგრამები  სწრაფად განახლებადია;
სტუდენტის ჩართულობა მაღალია; შედეგად,
სტუდენტის მუშაობა და პედაგოგის დრო მეტად ორგანიზებული და შედეგიანია;
სამედიცინო ინსტიტუტი “თბილისი”
გამოცდილებისა და წარმატებების 15 წელი
სტუდენტისა და პედაგოგის მუშაობა მაღალ ინტერაქციულია, რადგან შეფასების სისტემა მრავალ კომპონენტიანია და არ არის დამოკიდებული მხოლოდ საგამოცდო შეფასებაზე - რაც სასწავლო პროცესს საინტერესოს, მრავალმხრივს, გამჭვირვალესა და ობიექტურს ხდის.
სტუდენტის ინტერესისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას აძლიერებს სწავლებისა და კვლევის ერთიანობა, რაც სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობის შესაძლებლობითაა უზრუნველყოფილი.
ინსტიტუტი აღჭურვილია მდიდარი ბიბლიოთეკით, თანამედროვე და მუდმივად განახლებადი კომპიუტერული კლასით; ინსტიტუტში მოღვაწე პედაგოგთა 70%-ზე მეტი მეცნიერებათა დოქტორია. კურაციები კლინიკურ დისციპლინებში ჩვენი ქვეყნის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, მოწინავე კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებში მიმდინარეობს.
სისტემატური ხასიათი აქვს სტუდენტთა მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებზე, სემინარებსა და სიმპოზიუმებზე.
სწავლა ჰარმონულად არის შერწყმული მრავალფეროვან და აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებასთან - ეწყობა შეხვედრები, ღია ლექციები, ზეიმები, ექსკურსიები, დისკოთეკები და სხვა.
ყოველწლიურად სტუდენტთა ჯგუფი სტაჟირებას გადის უცხოეთის სამედიცინო ცენტრებსა და კლინიკებში.
ჩვენი კურსდამთავრებულთა 85%-ი დასაქმებულია და მათი უმრავლესობა წარმატებული სპეციალისტია.
ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენი მიზანია სტუდენტის ფორმირება განათლებულ ადამიანად, ღირსეულ პირვნებად და მამულიშვილად და არა მხოლოდ მცოდნე სპეციალისტად, რასაც ასე რუდუნებით ვემსახურებით უკანასკნელი 15  წელიწადია.
სამედიცინო ინსტიტუტი “თბილისი”                    
 
Copyright © All rights reserved. Webmaster: Akaki Gelashvili