spacer.png, 0 kB

წესდება

  1. ზოგადი დებულებები

                კერძო სამართლის პირი, სამედიცინო ინსტიტუტი „თბილისი“ არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმართავს თავის საქმიანობა საქართველოს მომქმედი კანონმდებლობით, საქართველოს უმაღლესი განათლების კანონითა და ამ წესდების საფუძველზე. ინსტიტუტი მოწოდებულია აღზარდოს სამედიცინო დარგის პროფესიულად განსწავლული, მაღალზნეობრივი და კვალიფიციური სპეციალისტი.

                ინსტიტუტი:

Ø       განსაზღვრავს სწავლების ფორმებისა შემოღებას და გაუქმებას;

Ø       ადგენს სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გათვალისწინებული საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად;

Ø       ამყარებს კავშირებს საქართველოსა და საზღვარგარეთის სამედიცინო დაწესებულებებთან;

Ø       განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო–კვლევით პროგრამებს და პრიოროტეტულ მიმართულებებს;

Ø       იწვევს საინსტიტუტო კონფერენციებს;

Ø       განკარგავს თავის ქონებას და ფინანსურ სახსრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

Ø       შეიმუშავებს წინადადებებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ;

Ø       ინსტიტუტში არ დაიშვება რომელიმე პოლიტიკური პარტიისა ან პოლიტიკური ერთეულების არსებობა;

 

 

სამედიცინო ინსტიტუტი „თბილისი“

ინსტიტუტის მართვა

 

რექტორი

 

რექტორი არის სამედიცინო ინსტიტუტი ”თბილისის” (შემდგომში ინსტიტუტი) უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს ინსტიტუტს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროში;

 

აკადემიური საბჭო

 

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები:

 

Ø       აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 11 წევრით;

Ø       ინსტიტუტის აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმათველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით;

Ø       აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა მხოლოდ პროფესორი;

Ø       მათი არჩევის ხანგრძლივობა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას;

Ø       აკადემიური საბჭოს შემადგენლობა ექვემდებარება განახლებას ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ;

 

 აკადემიური საბჭოს ფუნქცია:

 

1.       შეიმუშავებს და ამტკიცებს ინსტიტუტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

2.       ხელს უწყობს ინსტიტუტის სასწავლო გეგმებისა და პროგრამების სფეროში ევროპულ სივრცეში ინტეგრირებას;

3.       ადგენს სხვა ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ცნობის წესს;

4.       რექტორის წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის:

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის;

ფაკულტეტის დეკანის;

ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელის;

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელის;

ბიბლიოთეკის გამგისა და

კომპიუტერული კლასის ხელმძღვანელის კანდიდატურებს;

5.       ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს და ინსტიტუტის დამხმარე პერსონალის შემადგენლობას;

6.       ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის განვითარების გეგმას და სასწავლო და სამეცნიერო–კვლევით პროგრამებს;

7.       ფაკულტეტის წარდგინების და რექტორის თანხმობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;

8.       ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო–კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

9.       აკადემიური საბჭო სასწავლო წლის ბოლოს ისმენს რექტორის, დეკანის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშს საანგარიშო სასწავლო წელს ჩატარებული სამუშაოს შესახებ;

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

 

                ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის ფინანსური, მატერიალური და ადამინური რესურსების მართვის სფეროში ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელიც:

 

Ø       ადგენს და რექტორს წარუდგენს ინსტიტუტის ადმინისტრაციულ სტრუქტურას;

Ø       ადგენს და რექტორს წარუდგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

Ø       ამზადებს და რექტორს წარუდგენს ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს;

Ø       ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე;

Ø       მის მიერ ჩატარებული წლიური მუშაობის ანგარიში იხილება აკადემიური საბჭოს სხდომაზე;

 

ფაკულტეტის დეკანი

 

1.       თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

2.       განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;

3.       ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელის კანდიდატურას;

4.       ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო–კვლევით პროგრამებს;

5.       უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო–კვლევით საქმიანობას;

6.       პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

7.       პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

 

ფაკულტეტის საბჭო

 

ფაკულტეტის საბჭოში შედის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ უნდა იყოს შემადგენლობის ¼–ზე ნაკლები.

 

ფაკულტეტის საბჭო ფუნქცია:

 

1.       თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

2.       დეკანის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის სტრუქტურას და დებულებას;

3.       შეიმუშავებს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო-კვლევით პროგრამებს;

4.       განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;

 

               

 
Copyright © All rights reserved. Webmaster: Akaki Gelashvili